ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.


პროექტის ფარგლებში, დემონტირებული შენობის ნაცვლად უნდა აშენდეს ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, შენარჩუნდეს არსებული გეგმარებითი პარამეტრები, თუმცა არქიტექტურული გადაწყვეტები სრულად უნდა განახლდეს თანამედროვე საგანმანათლებლო, ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.
საპროექტო მასალა მოიცავს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო პროექტებს, წინასაპროექტო კვლევებს,გარემოსდაცვით და სოციალურ დოკუმენტაციას.


პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ენერგოეფექტურობას, სეისმომედეგობას და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას. 


პროექტის განხილვაში ჩაერთვება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.


ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პირობებს და მოსწავლეებს შეუქმნის თანამედროვე, უსაფრთხო და ხარისხიან საგანმანათლებლო გარემოს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს