აღმოსავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოებისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის შესყიდვის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს, წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დაიწყება და 22 ოქტომბრის დღის 13:00 საათზე დასრულდება. სამუშაოების შესრულების ვადა 24 თვეა.
ამავე პირობებით (წინადადებების დასრულების ვადის ოდნავი ცვლილების გარდა) საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა - დასავლეთ საქართველოში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელი საგზაო სამუშაოებზე.
ტენდერის ღირებულება ამ შემთხვევაშიც 50 მლნ ლარია, წინადადებების მიღებაც 17 ოქტომბერს იწყება და 22 ოქტომბერს სრულდება, ოღონდ, 15:30 საათზე.