თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და გერმანულ კომპანია ICP-თან თანამშრომლობით თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სტრატეგია მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას, რაც გააუმჯობესებს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას. დოკუმენტში გაწერილია 5-წლიანი სამოქმედო გეგმა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ჩვენ ამ მიმართულებით შესაბამისი გამოცდილება არ გვაქვს და არც ექსპერტები გვყავს, ამიტომ მუნიციპალიტეტმა უცხოური ორგანიზაციების ჩართვა გადაწყვიტა. 

„ჩვენ დიდი გამოცდილება არ გვაქვს ამ მხრივ, არც შესაბამისი კომპანიები, ექსპერტები გვყავს, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებენ, ამიტომ ჩავრთეთ უცხოური კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები. მადლობას ვუხდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) თანამშრომლობისთვის და კომპანია ICP-ის ჩართულობისთვის. მათი მხარდაჭერით ვახორციელებთ ქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიას განცხადებით, მომდევნო წლებში დედაქალაქში ნარჩენების სეპარირებულად შეგროვება და დამუშავება დაიწყება. ნარჩენების ორი და სამ კონტეინერიანი სისტემა. ასევე მოეწყობა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. მერიას უკვე შერჩეული აქვს რამდენიმე ახალი არეალი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნაგავსაყრელი. თუმცა კახა კალაძეს არ დაუკონკრეტებია ლოკაცია, თუ სად შეიძლება განთავსდეს ახალი ნაგავსაყრელი. 

მომდევნო წლებში დედაქალაქში დავიწყებთ ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებასა და გადამუშავებას, რის შემდეგაც მასალის რეალიზება მოხდება; დაინერგება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ორი და სამ კონტეინერიანი სისტემა; ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრები სისტემის, ნაჟური წყლების გამწმენდი ინფრასტრუქტურა. შესასრულებელ სამუშაოებზე გამოცხადებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვა და გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით; გარდა ამისა, მოვიკვლიეთ და შევარჩიეთ რამდენიმე ახალი არეალი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნაგავსაყრელი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას.
რეციკლირებული მასალის რეალიზება ქალაქის ბიუჯეტში მილიონობით ლარის შემოსავლებს და დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. აგრეთვე, ნარჩენების მართვის სისტემაში კერძო სექტორის როლი გაძლიერდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


თბილისში ყოველწლიურად დაახლოებით 411 000 ტონა ნარჩენი გროვდება. მათი უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ნაგავსაყრელზე ხვდება, მათ შორის არის ბიოდეგრადირებადი ნარჩენებიც. კახა კალაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართვა
გარემოზე ზრუნვის პროცესში.