ჩოხატაურის ნინო რამიშვილის სახელის ხელოვნების სასახლე, რომლის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტს 3 მილიონზე მეტი დაუჯდა, წყალი ჩადის და ისევ სარემონტოა. მუნიციპალიტეტში ეს ერთადერთი საკონცერტო დარბაზია, რომლის აშენებას ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ.
ოპოზიციის თქმით, შენობა რომ უხარისხოდ იყო რეაბილიტირებული, ეს წლების წინ მისი გახსნისთანავე გაირკა, როცა გახსნიდან 1 თვეში შენობაში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ ათასობით ლარი ისევ დაიხარჯა, თუმცა ირკვევა, რომ შენობას ისევ ბევრი პრობლემა აქვს და თანამშრომლებსს წვიმისგან დასაცავად სახელდახელოდ შეკეთებული ჭერი საკუთარი ხელით აქვთ მოწყობილი.
თუ რატომ ჩატარდა უხარისხო სამუშაოები - ამ კითხვაზე პასუხად, ოზურგეთის მერი ხელს წინა მერზე ირაკლი კუჭავაზე იშვერს - "წინა მერს ირაკლი კუჭავას ჰკითხე (რატომ ჩადის წყალი)"
ადგილობრივი ოპოზიცია კი სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ სასახის რეაბილიტაციაზე გამოყოფილი ფული მაღალჩინოსნებსი ჯიბეებში წავიდა.
"გვაქვს დოკუმენტაცია, სადაც შავით-თეთრზე წერია, რომ გამოიყო მილიონები, მაგრამ შემდეგ ვეღარ ვპოულობთ, სად მიდის ეს მილიონები. ან არაფერი კეთდება, ან გაკეტებაზე უარესი - თავზე ენგრევათ ადამიანებს შენობა, მაგრამ ეს ადამიანები ხმას არ ამოიღებენ, იმიტომ, რომ ბიუჯეტზე არიან მიბმულები. ხალხის ფული სინამდვილეში წავიდა ქოცების ჯიბეში. მაგრამ ახალი ტრენდი აქვთ, ეს ყველაფერი უნდა დაბრალდეთ ერთი წლის წინ შეცვლილ ქოცებს", - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაშვილი.