მი­ლი­ო­ნო­ბით ქალი მთელ მსოფ­ლი­ო­ში საფრ­თხის ქვე­შაა: ახალ­მა მას­შტა­ბურ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი თმა და პა­რი­კე­ბი შე­საძ­ლოა მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ საფრ­თხეს შე­ი­ცავ­დეს.

კერ­ძოდ, მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თმის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ქალი იყე­ნებს, შე­ი­ცავს ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მკერ­დის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რისკთან, ჰორ­მო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვებ­თან და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას­თან.

მკვლევ­რებ­მა თით­ქმის ყვე­ლა შეს­წავ­ლილ ნი­მუშ­ში (სინ­თე­ტი­კურ თუ ნა­ტუ­რა­ლურ თმა­ში, პა­რი­კებ­სა და დაგ­რძე­ლე­ბულ ზო­ლებ­ში) 50-მდე სა­ხი­ფა­თო ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

  • რა­ტომ არის დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი თმა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში?

მეც­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, მთა­ვა­რი საფრ­თხე იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ დაგ­რძე­ლე­ბულ თმას ქა­ლე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რე­ბენ.

“ის (ხე­ლოვ­ნუ­რი თმა) კვი­რე­ბის, ზოგ­ჯერ კი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მჭიდ­როდ ეხე­ბა თა­ვის კანს, კი­სერ­სა და მხრებს. მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი კი ორ­გა­ნიზ­მში ქი­მი­კა­ტე­ბის შეღ­წე­ვის რისკს ზრდის“, - ამ­ბობს კვლე­ვის წამ­ყვა­ნი ავ­ტო­რი, დოქ­ტო­რი ელი­სია ფრანკლი­ნი.

  • 43 ნი­მუ­შის ანა­ლი­ზი­სას მეც­ნი­ე­რებ­მა სულ 170 სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა იპო­ვეს. აქე­დან 48 ნივ­თი­ე­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ხი­ფა­თო სი­ებ­შია შეყ­ვა­ნი­ლი. მათ შო­რის არის: ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და­მარ­ღვე­ვე­ლე­ბი - ფტა­ლა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნე­ბენ რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სის­ტე­მას.

კან­ცე­რო­გე­ნე­ბი: 36 ნი­მუშ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს მკერ­დის კი­ბოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 17 ნივ­თი­ე­რე­ბა.

ტოქ­სი­კუ­რი ნა­ერ­თე­ბი: კა­ლის შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და ფე­ნო­ლი (რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წე­ბო­სა და ფა­ნე­რის წარ­მო­ე­ბა­ში), რაც იწ­ვევს კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და ჰორ­მო­ნა­ლურ დის­ბა­ლანსს

ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ „ნა­ტუ­რა­ლუ­რი“ ან „და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი“ თმა უფრო უსაფრ­თხოა, თუმ­ცა კვლე­ვამ სა­პი­რის­პი­რო აჩ­ვე­ნა. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ტუ­რა­ლუ­რი თმის ნი­მუ­შე­ბი უფრო მეტ სა­ხი­ფა­თო ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავ­და, ვიდ­რე სინ­თე­ტი­კუ­რი ანა­ლო­გე­ბი.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ქი­მი­კა­ტე­ბი პრო­დუქ­ტში შე­საძ­ლოა წარ­მო­ე­ბის ან და­მუ­შა­ვე­ბის ეტაპ­ზე მოხ­ვდეს, რათა თმა უფრო ლა­მა­ზი და გამ­ძლე გახ­დეს.

  • რო­გორ აღ­წევს ტოქ­სი­ნე­ბი ორ­გა­ნიზ­მში?

საფრ­თხე მხო­ლოდ კან­თან კონ­ტაქ­ტით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. თმის დაგ­რძე­ლე­ბი­სას ან და­ვარ­ცხნი­სას მისი გა­ცხე­ლე­ბა იწ­ვევს ტოქ­სი­კუ­რი ორ­თქლის გა­მო­ყო­ფას, რა­საც ადა­მი­ა­ნი ისუნ­თქავს.

შე­დე­გად, ბევ­რი უჩი­ვის ქა­ვილს, სი­წით­ლეს, გა­მო­ნა­ყარს და სა­ხის შე­შუ­პე­ბას, იშ­ვი­ა­თად კი სუნ­თქვის პრობ­ლე­მებ­საც.

პროგ­ნო­ზე­ბის მი­ხედ­ვით, 14-მი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­დუსტრია 2028 წლის­თვის თმის დაგ­რძე­ლე­ბის ბა­ზა­რი 14 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მას­შტა­ბე­ბი­სა, ეს სექ­ტო­რი თით­ქმის არ კონ­ტროლ­დე­ბა.

წყა­რო:

www.ambebi.ge