ოზურგეთის მერიამ და გუბერნიამ 350 000 ლარამდე შესყიდვა განახორციელეს და ახალი 2025 წლის მანქანები შეიძინეს - ამის შესახებ ენმ-ს წევრი, თათია ნიკოლაშვილი საუბრობს.
დოკუმენტების მიხედვით, ადგილობრივმა გუბერნიამ 2025 წელს გამოშვებული ორი ახალი მანქანა იყიდა. ხოლო იზურგეთის მერმა, გასულ წელს გამოშვებული 6 ავტომობილი შეიძინა.
ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად ვისთვის ან რისთვის შეიძინეს ეს ავტომობილები.
"ოზურგეთის მერიამ და გუბერნიამ 350 000 ლარამდე შესყიდვა განახორციელეს და ახალი 2025 წლის მანქანები შეიძინეს. ასე ხდება როცა სუს-ის დანიშნული მერი გვყავს. ძალიან საინტერესოა, სად უნდა იაროს ამ მანქანებმა, როდესაც მთელი ქალაქი და სოფლები გაათხრილია და ფაქტობრივად არცერთი ქუჩა არ არის, სადაც არ ჩავარდებით", - აცადებს თათია ნიკოლაშვილი.