თბილისში, დიდ დიღომში ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ გვერდით, 87699 კვ.მ. ფართობზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორიის უმეტესი ნაწილის მესაკუთრე შპს ქეფითალ სითი გრუფ ინვესტია, რომლის მესაკუთრეები, ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ დამფუძნებელი აკაკი ახვლედიანი (50%) და რუსუდან ვასაძეა. ტერიტორია მცირე ნაწილი კი თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი, რომლის განაშენიანების რეგულირების გეგმა უკვე შეთანხმებულია, მოიცავს: საცხოვრებელ, დასასვენებელ, საოფისე, დამხმარე, საზ. კვების, სავაჭრო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო სივრცეებს. გარდა ამისა, როგორც ვიზუალური ფოტო მასალიდან ირკვევა, კომპლექსში განთავსდება „აგროჰაბის“ ფილიალი. 

განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, პროექტის მიხედვით, შენობების რაოდენობა 20-მდე იქნება, რომელთა სართულიანობის მაქსიმალური რაოდენობა 35-ია. გარდა ამისა, კომპლექსში განთავსდება, 1755 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.