აჭარაში 2024 წლის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 35 794 492 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

2024 წელს დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:

  • ყინულის არენა და საცურაო აუზი
  • ქობულეთის უნივერსალური სპორტული კომპლექსი
  • ხელვაჩაურის სპორტკომპლექსი და ,,მაჭახელას" საფეხბურთო სტადიონი
  • ქედის სასპორტო კომპლექსი და საფეხბურთო მოედანი
  • ჭადრაკის სასახლე
  • ფურტიოს და ხუცუბნის სარაგბო მოედნები
  • ხულოს მუნიციპალიტეტში, დაბა ხულოში, სპორტული სკოლა და საფეხბურთო სტადიონის მოწყობა

უკვე განხორციელდა ბათუმის სტადიონის, ბათუმის უნივერსალური სპორტკომპლექსის, შუახევის საფეხბურთო მოედნის, ღორჯომის სპორტული დარბაზის, ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა