გადახდის სისტემის ოპერატორები Visa Inc. და Mastercard Inc. ბარათით ტრანზაქციებზე საკომისიოს გაზრდას გეგმავენ. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
ონლაინ ტრანზაქციებზე Visa-ს მოსაკრებლების ზრდა ოქტომბრიდან დაიწყება, აპრილში კი ცვლილება საკრედიტო, სადებეტო და წინასწარ გადახდილ ბარათებს შეეხება. Mastercard-ის შემთხვევაშიც საკომისიოს ზრდა ოქტომბრიდან იწყება.
საკონსულტაციო ფირმა CMSPI-ის თანახმად, საცალო მოვაჭრეების მიერ გადახდილი წლიური საკომისიო შეიძლება 500 მილიონ დოლარზე მეტით გაიზარდოს.
მიუხედავად იმისა, რომ საკომისიო Visa-სა და Mastercard-ის მიერაა დაწესებული ბანკები, რომლებიც ამ ბარათებს გასცემენ, საკომისიოს ძირითად ნაწილს იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოები მცირეა, საცალო ვაჭრობისთვის მათი გადახდის ღირებულება ბოლო წლებში გაიზარდა, რადგან საკრედიტო ბარათებს უფრო მეტი მყიდველი იყენებს, რომლებსაც უფრო მაღალი საკომისიო აქვთ, ვიდრე სადებეტო ბარათებს.