ამერიკული Citigroup-ი მიიჩნევს, რომ ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შემთხვევაში, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 90 დოლარამდე გაიზარდოს, - წერს Bloomberg.

„სრუტის ნებისმიერმა დახურვამ შეიძლება ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები. თუმცა, მიიჩნევენ, რომ ამ მნიშვნელოვან გზაზე გადაზიდვების გრძელვადიანი შეჩერება ნაკლებად სავარაუდოა.

ირანული ნავთობის ექსპორტის ნებისმიერ შეფერხებას შესაძლოა ფასებზე მოსალოდნელზე ნაკლები გავლენა ჰქონდეს,  – მიიჩნევენ Citigroup–ში. ქვეყნიდან გადაზიდვები მცირდება, ხოლო ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნაკლებს ყიდულობენ, – აღნიშნავენ ბანკში.

Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები ამჟამად ბარელზე დაახლოებით 77 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.

JP Morgan-ის შეფასებით, რომელიც მოჰყავს Reuters–ს, ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევაში, ნავთობის ფასი შეიძლება ბარელზე 120-130 დოლარამდე გაიზარდოს.

ვრცლად liga.net–ზე