2023 წლის 12 თვის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 680 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის შემოსავლიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა „ვითიბი ბანკს“ და „ტერა ბანკს“ აქვს.

საკურსო სხვაობიდან მიღებული წმინდა შემოსულობა/ზარალის მიხედვით, ბანკების 2023 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემები ასეთია:

საქართველოს ბანკი – 329.5 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში 399 მლნ ლარი).

თიბისი ბანკი – 273.8 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში 412.8 მლნ ლარი).

ლიბერთი ბანკი – არ არის მითითებული.

პროკრედიტ ბანკი – 13.6 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში 17.7 მლნ ლარი).

ბაზისბანკი — 8 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში 8.6 მლნ ლარი).

კრედო ბანკი — ზარალი 2.9 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში 8.8 მლნ ლარი).

ხალიკ ბანკი — 6.7 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში 3.2 მლნ ლარი).

იშ ბანკი — 3.2 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში არ არის მითითებული).

პაშა ბანკი — 9.4 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში 9.9 მლნ ლარი).

სილქ ბანკი — 700 ათასი ლარი (2022 წლის 12 თვეში 38 ათასი ლარი).

ტერა ბანკი — 3.6 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში ზარალი 1.1 მლნ ლარი).

ვითიბი ბანკი — 23.6 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში ზარალი 50 მლნ ლარი).

ზირაათ ბანკი — 1.6 ლარი (2022 წლის 12 თვეში 2.3 მლნ ლარი).

ქართუ ბანკი —  6.2 მლნ ლარი (2022 წლის 12 თვეში ზარალი 8.6 მლნ ლარი).

პეისერა - ზარალი 55 ათასი ლარი (2022 წლის 12 თვეში ზარალი 341 ათასი ლარი).

2023 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.