საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე - ფორექსი - ყოველდღიურად მილიარდობით დოლარი ივაჭრება. აშშ დოლარი ვალუტის გაცვლის ტრანზაქციების 88%-ში მონაწილეობს და მსოფლიო სავალუტო რეზერვების 58%-ს შეადგენს. თუმცა საინტერესოა, რომელ ვალუტებს ცვლიან აშშ დოლარში ყველაზე ხშირად?

Visual Capitalist სწორედ ამ რეიტინგის ვიზუალიზაციას აქვეყნებს, რომელიც New York Fed-ის 2024 წლის აპრილის ფორექსის ჩრდ. ამერიკის ანგარიშს ეფუძნება.

ანალიზი აჩვენებს, რომ ყოველდღიურად, საშუალოდ, $93.3 მილიარდი ამერიკული დოლარი ივაჭრება, ნომერ პირველი ვალუტა კი ევროა. სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

ვალუტა - ტრანზაქციების დღიური მოცულობა ($ მილიარდი)

  • ევრო - 93.3
  • იაპონური იენი - 72.3
  • კანადური დოლარი - 45.5
  • ბრიტანული გირვანქა სტერლინგი - 42.7
  • ავსტრალიური დოლარი - 20.0
  • მექსიკური პესო - 25.6
  • შვეიცარიული ფრანკი - 18.6
  • ჰონგკონგის დოლარი - 15.7
  • სინგაპურული დოლარი - 11.2
  • ჩინური იუანი - 10.6

წყარო: BM.GE