2025 წლის იანვარ-მარტში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 396 628 ლარი შეადგინა, რაც 55%-ით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში აღნიშნულისთვის 888 305 ლარის ჯარიმა დაიწერა.
ამასთან, წელს 3 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, შემცირებულია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც. მონაცემების მიხედვით, აღნიშნულიდან წელს იანვარ-მარტში ბიუჯეტში 69 197 494 ლარი შევიდა, 2024 წლის იგივე პერიოდში 92 246 803 ლარი.
ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.