თურქული ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღეს თურქული ლირა დოლართან მიმართებით კიდევ 3%-ით დაეცა და რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დავიდა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ით, 15%-მდე გაზარდა.
ლირა ამერიკულ ვალუტასთან მიმართებით 26.05-მდეა შესუსტებული.
მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, თურქული ვალუტა 28%-ით გაუფასურდა, ძირითადად, მაისის ბოლოს არჩევნებში ერდღანის ხელახლა გამარჯვების შემდეგ.
ლირა რეკორდულად უფასურდება ლართანაც და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამჟამად, 1 ლირა 0.1028 ლარს უდრის, რაც, მინიმუმ, 2016 წლის შემდეგ თურქული ვალუტისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.