რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, წლის პირველ ნახევარში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 3.69 ტრილიონ რუბლს ($46.89 მილიარდი) ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7%-ს მიაღწია.
შესაბამისად, მაჩვენებელი რომელიც სრული წლის განმავლობაში იყო მოსალოდნელი, ნახევარ წელში დაფიქსირდა.
ფინანსთა სამინისტროს თქმით, წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის ხარჯები 20.2%-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავლები მხოლოდ 2.8%-ით.
რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით შემცირდა. ამის პარალელურად, 2025 წელს ეროვნულ თავდაცვაზე სახელმწიფო ხარჯები 1/4-ით გაიზარდა და მშპ-ს 6.3%-ს მიაღწია, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.