აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 180 ქვეყნისათვის სავაჭრო ტარიფების დაწესების ფონზე, ბიტკოინის ღირებულება $75 000-ს ჩამოსცდა. 

კრიპტოინდუსტრია წითელ ზონაშია, რადგან ბაზრის საერთო შეფასება 6%-ითაა შემცირებული და ბიტკოინის გარდა შემცირდა ეთერიუმის ღირებულებაც და ის 1,750 დოლარამდეა გაუფასურებული.

აშშ-ს პრეზიდენტის ტარიფების დაწესების ფონზე, მკვეთრად გაუფასურდა ამერიკული დოლარიც, რომლის სიძლიერის განმსაზღვრელი ინდექსი (DXY) პარასკევს 2.2%-ით დაეცა, ანუ დოლარი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, მათ შორის ქართულ ლართან.