აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NFT ბარათების მეორე კოლექცია გამოუშვა.
ახალი დროპი 47,000 NFT-ს შეიცავს, რომელიც Polygon ბლოკჩეინზე ჩაეშვა.
ჟეტონებზე წარმოდგენილია ტრამპის სხვადასხვა იმიჯით: მეხანძრის ჩაფხუტით, ფართოფარფლიანი კოვბოის ქუდში, კრივის ჩემპიონის ქამრით და მასზე ნომრით 45. ზოგიერთი მათგანი უნიკალურია, ზოგი კი რამდენიმე ეგზემპლარად გამოვიდა.
ტოკენის ფასი 99 დოლარია.
„მინდა, რომ ჩემმა გულშემატკივრებმა მოგება ნახოთ და ამით ისიამოვნონ. შემეძლო ფასის აწევა ბევრად მაღლა და დარწმუნებული ვარ მაინც კარგად გაიყიდებოდა და ბევრად მეტ ფულს მივიღებდი, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია“, - წერს ექსპრეზიდენტი.
ის, ვინც 47 ჟეტონს (მინიშნება ტრამპის განზრახვაზე გახდეს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი) შეიძენს, მონაწილეობას მიიღებს გათამაშებაში, რომლის გამარჯვებულს ექნება შანსი მოხვდეს ფლორიდაში ტრამპის რეზიდენციაში ამერიკის ექსპრეზიდენტთან ვახშამზე.
კოლექციის გაყიდვა 18 აპრილს დაიწყო და 6 საათის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ყველა ტოკენი სულ $4,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. OpenSea NFT ბაზარზე ვაჭრობის მოცულობამ 691 Ethereum-ს მიაღწია (დაახლოებით $1,37 მილიონი).
აღსანიშნავია, რომ კოლექციის ავტორი თავად ტრამპი არ არის, თუმცა შემოსავლის ნაწილს იღებს.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პირველი NFT კოლექცია, საკუთარი სურათებით, 2022 წლის დეკემბერში გამოუშვა. პირველი სერია 45000 NFT-ს შეიცავდა.
მარტში ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენის ფონზე, კოლექციის გაყიდვები 440%-ით გაიზარდა.