“მიმდინარე წელს ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ირეზერვების შევსებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ შესყიდვები აქტიურადხორციელდება და სტატისტიკას ყოველი თვის ბოლოს ვაქვეყნებთ. რეზერვებისყიდვამ წელს უკვე გადააჭარბა შარშანდელ გაყიდვებს და 2025 წლის მაისისმონაცემებით, საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.6მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება დღეის მდგომარეობით წმინდაშესყიდვების სტატისტიკას, შემიძლია გითხრათ, აღნიშნულმა მონაცემმა გასული წლისწმინდა გაყიდვები სრულად დააბალანსა,” - ამის შესახებ ეროვნული ბანკისპრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში 2024 წლის საქმიანობისანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნისმაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და ეროვნულიბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა დასარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზეა მიმართული.
„სებ-მა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. აქვეაღვნიშნავ, რომ ოქროს ფასი გლობალურად მნიშვნელოვნად გაზრდილია, მაისისმდგომარეობით ჩვენი ოქროს ღირებულება შეძენის თარიღთან შედარებით 252.1მილიონით არის გაზრდილი. ეს ფაქტი ეროვნული ბანკის რეზერვებისდივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს,“ - აღნიშნა ნათიათურნავამ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.