ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, კანონდარღვევის  ფაქტი აღიკვეთა – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 1 565,4 გრამი  არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები. კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა ოქროს ნივთები მალულად შემოეტანა (აღნიშნული ნაკეთობები წინასწარ დამზადებულ მუყაოსა და პლასტმასის ყუთებში, წებოვანი ლენტით იყო შეფუთული).

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 240 461,09 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.