„კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის აპრილის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს, 52.5%-ს, საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ყოველი მეხუთე კი მათ გადახდას ვერ ახერხებს.
უფრო კონკრეტულად, მევალეთა სრული ოდენობა 1 944 818-ია, 365 409 ადამიანია ისეთი, ვინც ვალს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“ - გამოდის, რომ აღნიშნულ სიაში საქართველოს სრული მოსახლეობის 9.86%-ია.
რაც შეეხება სექტორთა მიმართ დავალიანებებს, ფიზიკურ პირებს კომერციული ბანკების 1.238 მლრდ ლარი მართებთ; სებ-ის მიერ რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.494 მლრდ ლარი; სალიზინგოების - 29.048 მლნ ლარი.
საერთო ჯამში, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, 1 944 818 მსესხებელს საფინანსო სექტორის მიმართ 67.16 მლრდ ლარის ოდენობის თანხა აქვს გადასახდელი.
წყარო: bpn.ge