საქართველოში გაცემული სესხების თითქმის ნახევარი 0.01-დან 1000 ლარამდე მოცულობის კრედიტებზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, სესხების მოცულობის რანჟირების მიხედვით კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემულია 3 558 207 სესხი, საიდანაც 48.22% სწორედ 1000 ლარამდე კრედიტებია.

სესხები მოცულობის რანჟირების მიხედვით:

0.01-დან 1000 ლარამდე - 1 715 809 ხელშეკრულება (48.22%)
1000.01-დან 5 000 ლარამდე - 1 061 819 ხელშეკრულება (29.84%)
5000.01-დან 25 000 ლარამდე - 543 545 ხელშეკრულება (15.28%)
25 000.01-დან 100 000 ლარამდე - 185 120 ხელშეკრულება (5.2%)
100 000.01-დან 1 000 000 ლარამდე - 49 958 ხელშეკრულება (1.4%)

რაც შეეხება თანხის მოცულობას, საანგარიშო პერიოდისთვის სესხების რანჟირების მიხედვით სულ გაცემულია 35.583 მლრდ ლარის კრედიტი.

ბიზნესპრესნიუსი