საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2026 წელს მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდებოდა (მოცულობა - 50 000; ღირებულება - 3 000 ლარი).
რაც შეეხება გასულ წელს, საფონდო ბირჟაზე 2025 წელს გარიგებების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 5-ჯერ შემცირდა.
გასულ წელს ბირჟაზე მხოლოდ 9 გარიგება დაიდო და ყველა მათგანი ლიბერთი ბანკს უკავშირდებოდა. გარიგებების საერთო მოცულობამ 386 578 შეადგინა, ღირებულებამ კი 26 904.64 ლარი.
საქართველოს საფონდო ბირჟის აქტივობა წლების მიხედვით ასეთი იყო:
2024 წელს - 42 გარიგება, ვაჭრობის მოცულობა 357 000 ლარი.
2023 წელს - 29 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 162 430 ლარი.
2022 წელს - 19 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 13 619 ლარი.
2021 წელს - 14 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 104 078 ლარი.
2020 წელს - 48 გარიგება; ვაჭრობის მოცულობა 46 135 ლარი.
საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 28 კომპანიის აქციები და ობლიგაციებია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია კიშეადგინა 2.243 მილიარდი აშშ დოლარს.