International Data Corporation (IDC)–ის პროგნოზით, 2026 წელს სმარტფონების გლობალური მიწოდება 12,9%–ით, 1,1 მილიარდ ერთეულამდე შემცირდება. 

თუ მოლოდინები გამართლდება, გაყიდვების მოცულობა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იქნება. ეს გამოწვეულია მეხსიერების ჩიპების დეფიციტით გამოწვეული კრიზისის გაუარესებით, – ნათქვამია კვლევითი კომპანიის ანგარიშში.

„ჩვენ დროებით შენელებას კი არა, ცუნამის მსგავს შოკს ვხედავთ, რომელიც მეხსიერების ჩიპების მიწოდების დეფიციტით არის გამოწვეული და მთელ სამომხმარებლო ელექტრონიკის ინდუსტრიაზე ვრცელდება“, - განაცხადა IDC-ის გლობალური კლიენტური მოწყობილობების ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანცისკო ჯერონიმომ. 

ვრცლად interfax – ზე