კომერციულმა ბანკებმა 2022 წელს საურავებიდან და ჯარიმებიდან 94,484 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
2022 წლის მეოთხე კვარტალის ანგარიშგებების მიხედვით, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „საქართველოს ბანკმა“ და „კრედო ბანკმა“ მიიღო.
საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით ბანკების რეიტინგი ასეთია:
- „საქართველოს ბანკი“ - 21 756 918 ლარი;
- „კრედო ბანკი“ – 18 270 543 ლარი;
- „თიბისი ბანკი“ -17 865 741 ლარი;
- „ქართუ ბანკი“ – 12 798 174 ლარი;
- „ლიბერთი ბანკი“ – 11 934 246 ლარი;
- „ბაზის ბანკი" - 4 625 447 ლარი;
- „ხალიკ ბანკი საქართველო“ – 2 565 753 ლარი;
- „ტერა ბანკი“ – 2 853 813 ლარი;
- „პროკრედიტ ბანკი“ – 703 390 ლარი;
- „პაშა ბანკი“ – 856 406 ლარი;
- „ზირაათ ბანკი“ – 200 506 ლარი;
- „სილქ ბანკი“ – 53 761 ლარი.
2022 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, „იშ ბანკი საქართველოს“, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ და „პეისერას“ ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი არ მიუღიათ.
საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა, აქედან ერთი, „პეისერა“ ციფრული ბანკია, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს.