2023 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ საგარეო ვალების მომსახურებაზე უკვე 313 მილიონი ლარი დახარჯა.
თანხიდან 261 მილიონი ლარით კრედიტების ძირი დაიფარა, დანარჩენი 52 მილიონი ლარი პროცენტი იყო. ყველაზე დიდი თანხა - 128.7 მილიონი ლარი საქართველომ აზიის განვითარების ბანკის მიმართ დაფარა, მათ შორის სესხის პროცენტი 14 მილიონი ლარი.
საქართველოს ყველაზე დიდი მოცულობის - 2 მილიარდი დოლარის ვალი სწორედ აზიის განვითარების ბანკის მიმართ აქვს. 1.99 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზე მსოფლიო ბანკის ჯგუფია.
სამეულშია EBRD - 20.7 მილიონით, საიდანაც პროცენტი 3 მლნ ლარი