სამხრეთ კავკასიის საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი საუბრობს.

კითხვა: რა შესაძლო გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ კორექტივებს უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით?

"ცხადია, ეს ახალი მარშრუტი მნიშვნელოვანია უშუალოდ აზერბაიჯნისა და სომხეთისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. მას ამავე დროს, მნიშვნელოვანი საერთაშორიოს დატვირთვაც გააჩნია აზიიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისკენ ტვირთების ტრანსპორტირების თვალსაზრისით. ასევე ცხადია, რომ ამ ახალი მარშრუტის მიმზიდეველობას და სტაბილურობას მასში აშშ-ის უშუალო ჩართულობა მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს."

კითხვა: ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს, თეთრ სახლში ტრამპთან გამართულ შეხვედრამდე საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა და შედეგიც ვიცით.

7 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევსა და აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა გაიმართა.

მათი მონაწილეობით ხელი მოეწერა „თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს SOCAR-სა და კომპანია ExxonMobil-ს შორის. აზერბაიჯანული მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა, ხოლო ExxonMobil-ის მხრიდან კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ არდილმა.

ცხადია, რომ ამერიკულ და აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებას ეკონომიკური განზომილების გარდა, პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. თქვენ როგორ შეაფასებდით „თანამშრომლობის შესახებ“ ხელმოწერილ მემორანდუმს SOCAR-სა და კომპანია ExxonMobil-ს შორის?

"აქ შეიძლება არაპირდაპირი, მაგრამ ერთგვარი პარალელი გაივლოს თავის დროზე პრეზიდენტ შევარდნაძესა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ძალიხმევასთან, რომლებმაც მოახერხეს და ამ რეგიონს მიანიჭეს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური დატვირთვა ისეთი პროექტების რეალიზებით, როგორიც ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმია.

ერთია, რომ თავად ეს პროექტებია მნიშვნელოვანი, მათ შორის, ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძილერების ჭრილში, მეორე კი ის არის, რომ მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა ამ პროექტების რეალიზებაში BP-ის ჩართულობამ.

ცხადია, როცა ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც ExxonMobil-ია ავლენს ინტერესს სამხრეთ კავკასიის მიმართ ეს მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. რადგან ასეთი მსხვილი კომპანიების შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მტკიცე სტაბილურობის მიღწევას ემსახურება.

როცა ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც ExxonMobil-ია ავლენს ინტერესს სამხრეთ კავკასიის მიმართ ეს მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს, არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. რადგან ასეთი მსხვილი კომპანიების შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მტკიცე სტაბილურობის მიღწევას ემსახურება."

interpressnews.ge