მიმდინარე წლიდან რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დაიწყო ჯარიმების დაწესება იმ ტურისტებზე, რომლებიც ქცევის წესებს დაარღვევენ.
BBC-ის მიხედვით, „ცუდ ქცევაში“ იგულისხმება, მაგალითად: საცურაო კოსტიუმით არასათანადო ადგილას გადაადგილება / ყოფნა; საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება; ნაგვის დაყრა; ზედმეტი ხმაური; ელექტრო სკუტერის დაუდევრად გამოყენება და ა.შ.
გთავაზობთ ჯარიმების სახეობებსა და მათზე დაწესებულ ფულად სანქციებს, ევროპის ქალაქების მიხედვით:
90 ევრო - პლაჟებსა და სათამაშო მოედნებზე მოწევა - საფრანგეთი;
300 ევრო - ჩუსტებით, შიშველი ფეხებით ან სანდლებით ავტომობილის მართვა - საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია;
- 350 ევრო - არხში ცურვა - ვენეცია;
- 500 ევრო - ავიაკომპანია Ryanair-ისგან ჯარიმა, ვინც მგზავრობისას დისკომფორტს შექმნის;
- 750 ევრო - უპატივცემულოდ ჩაცმულობა, ნაგვის დაყრა, ზედმეტი ხმაური, ელექტრო სკუტერის დაუდევრად გამოყენება - მალაგა;
- 1 000 ევრო - პლაჟიდან ნიჟარების ან კენჭების გატანა - საბერძნეთი;
- 1 500 ევრო - პლაჟის მიღმა საცურაო კოსტიუმით ან ბიკინით გადაადგილება - ბარსელონა, ალბუფეირა, სპლიტი, სორენტო, კანი, ვენეცია;
- 2 500 ევრო - შეუფერებელი ფეხსაცმლით სიარული - ჩინკვე-ტერე;
- 3 000 ევრო - საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარება - მალიორკა, იბიცა, მაგალუფი, კანარის კუნძულები.
BBC-ისვე მიხედვით, ჯარიმების მიზანია, ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეს, ასევე, ტურისტები ქალაქის / ქვეყნის იერსახესა და გარემოს მოუფრთხილდნენ.