ამერიკის მთავარი საფონდო ინდექსები მკვეთრად ეცემა: S&P 500-ის ETF, SPY, 0.78%-ით დაეცა, Dow Jones-ის ინდუსტრიული საშუალო მაჩვენებლის ETF, DIA, 1.13%-ით შემცირდა; ხოლო Nasdaq-ს მისი კომპოზიტური ინდექსი ETF, QQQ- 0.18%-ით.
„გალტ & თაგარტის” გაყიდვების გუნდის საბროკერო ხემძღვანელის, ნიკა მაზანაშვილის შეფასებით, ამის მიზეზი გაურკვევლობაა, რაც თავის მხრივ, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საჯარო განცხადებებითა და „ტვიტებით” არის გამოწვეული.
თუმცა, როგორც მაზანაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, ამ სიტუაციის მიუხედავად, ამერიკის ეკონომიკაში „წითელი სიგნალების“ არანაირი ნიშანი არ ჩანს.
„საფონდო ინდექსების ვარდნა გაურკვევლობით არის გამოწვეული, რომელიც თავის მხრივ, დონალდ ტრამპის განცხადებების შედეგია. ბოლო პერიოდია ხშირად ვხედავთ, რომ ტრამპს მერყევი განცხადებები აქვს, ხან კანადის ტარიფებს აანონსებს, ხან მექსიკის, ხანაც კი ევრობის, და ბოლოს, გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ეს ტარიფები გადაავადოს.
ამერიკის ერთ-ერთი პრობლემა ინფლაცია იყო, რის გამოც საკმაოდ გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები და 2022 წლის ბოლოს დიდი ვარდნა ვიხილეთ, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ამ დაანონსებული ტარიფების გამო ინფლაციის გაზრდის შიში ისევ არის. თუ ასეთი მოცემულობა დადგება, ამერიკის ფედერალრი რეზერვი ტარიფებს ვერ შეამცირებს, რაც ეკონომიკას დააზარალებს. გარკვეულ სექტორებზე ტარიფებს შეიძლება სავალალო შედეგებიც ჰქონდეს.
ბოლო კვლევებით, ამერიკაში, ბიზნესის თავდაჯერებულობის მაჩვენებელიც შემცირებულია, რის გამოც ინვესტორებმა შედარებით მაღალრისკიანი ბიზნესების გაყიდვა დაიწყებს, მაგალითად ტექნოლოგიური კომპანიების, კრიპტოვალუტის და სხვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ამერიკის ეკონომიკის შენელება ჯერჯერობით ციფრებში არ ჩანს. მაგალითად, წინა კვირას დაიდო დასაქმების მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც 151 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც მოლოდინებთან შედარებით უმნიშვნელოდ კლებაა. ასევე, არც ინფლაციაა გაზრდილი.
თუმცა ბოლო, ორშაბათის დარტყმა ბირჟებზე, როცა ყველაზე დიდი ვარდნა იყო, ალბათ ტრამპის კვირა დღის განცხადებას უკავშირდება, როცა მან რეცესიის დაწყება არ გამორიცხა“,- აღნიშნა მაზანაშვილმა.
მაზანაშვილი ასევე ამბობს, რომ მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიისა, აშშ-ის ფედერალური რეზერვი და სხვა მარეგულირებელი ორგანოები კრიპტოვალუტებს ჯერ კიდევ ფრთხილად ეკიდებიან.
„წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი საკმაოდ ბევრ განცხადებას აკეთებდა კრიპტოვალუტების რეზერვების შექმნის შესახებ და შეიძლება ითქვას, ბევრი ხმაც მიიღო ამის გამო. ამ მიმართულებით ძალიან დიდი მოლოდინები იყო, მაგალითად, ინაგურაციის დღეს ბიტკოინი არ ახსენა და აღნიშნულ კრიოტოვალუტას იმ დღეს დიდი ვარდნა ჰქონდა. ამერიკის მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგალითად მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს კრიპტომეგობრული პირები, თუმცა კრიპტოინდუსტრიის იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კრიპტოინდუსტრიის განვითარების კუთხით დიდი ნაბიჯები იდგმევა, თუმცა ამ შედეგის მოკლე ვადაში დანახვა ჭირს“,- აღნიშნა “კომერსანტის” ეთერში ნიკა მაზანაშვილმა.