რუსი წყვილებისთვის საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ყველაზე მიმზიდველი საქართველო, თურქეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროებია, - ამის შესახებ ცნობილი ხდება RBC-ის კვლევიდან.
აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნები ქორწილის საზღვარგარეთ მოსაწყობად რუსებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომია. დაბალი ბიუროკრატიით საქართველო ერთ-ეღტი ყველაზე უმარტივესი დანიშნულების ადგილად მიიჩნევა.
RBC-ის კვლევით, საქართველოში დოკუმენტების სტანდარტული ნაკრებით საქორწინო წყვილების რეგისტრაციის დასრულება უსწრაფესადაა შესაძლებელი. იუსტიციის სახლში უცხოელებისთვის ოფიციალური ქორწინების რეგისტრაცია, ვადიდან გამომდინარე, 390-დან 450 დოლარამდე ღირს. როგორც RBC იუწყება, საქართველოში კონტრაქტორები, ეროვნული ვალუტის გარდა, გადახდას აშშ დოლარშიც იღებენ.
კვლევის მიხედვით, საქართველოში წინასწარი საქორწილო გადახდები მინიმალურია.
რაც შეეხება, სხვა ქვეყნების მოთხოვნებს:
თურქეთი
ლირის არასტაბილურობის გამო, თურქი კონტტრაქტორები მომსახურების ღირებულებას ევროში ან აშშ დოლარში იღებენ. 20-30 სტუმრისთვის განკუთვნილი საქორწინო ცერემონიის ძირითადი პაკეტით დარბაზის დაქირავება, როგორც წესი, 4000-დან 6000 ევრომდე მერყეობს.
კვიპროსი
ყველა გადახდა ევროში ხდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მუნიციპალიტეტში ქორწინების 200-300 ევრომდე ღორს. კონტრაქტორები წინასწარი ჯავშნისთვის სრული ფასის დაახლოებით 50%-იან წინასწარ გადახდას ითხოვენ.
საბერძნეთი
უცხოელებისთვის ქორწინების რეგისტრაცია 300-დან 600 ევრომდე მერყეობს. გადახდა ევროში ხდება. საბოლოო გადახდა ცერემონიამდე 5-10 დღით ადრე ხდება.
საემიროები.
ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტა დირჰამში ხორციელდება, აშშ დოლართან იმჟამინდელი კურსით. სერვისის ღირებულება 25 000-30 000 დირჰამიდან, ანუ, დაახლოებით, 7-8 ათასი დოლარიადან იწყება. საჭიროა 30-50%-იანი წინასწარი გადახდა, საბოლოო თანხას ღონისძიებამდე 10-14 დღით ადრე ითხოვენ.