კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, წელს, ორი კვარტალის მდგომარეობით, ყველაზე მეტი მოგების გადასახადი საქართველოს ბანკზე, თბს-სა და ლიბერთი ბანკებზე მოდის.
bpn.ge-ის ინფორმაციით ბანკების მიერ 2023 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით გადახდილი მოგების გადასახადი შემდეგია
- საქართველოს ბანკი - 114.145 მლნ;
- თბს ბანკი - 92.655 მლნ;
- ლიბერთი - 6.572 მლნ;
- ქართუ ბანკი - 4.761 მლნ;
- პროკრედიტ ბანკი - 4.566 მლნ;
- ბაზის ბანკი - 2.879 მლნ;
- იშბანკი - 2.644 მლნ;
- ხალიკ ბანკი - 2.228 მლნ ლარი
- კრედო ბანკი - 1.686 მლნ;
- ტერა ბანკი - 332.2 ათასი ლარი
აღსანიშნავია, რომ სილქ ბანკის, პაშასა და ზირაათ ბანკების ანგარიშგებაში, მოგების გადასახადის გრაფაში 0 ფიქსირდება.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადის მოცულობა 232 მილიონ ლარს აღემატება.
რაც შეეხება ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელს, მეორე კვარტალის მდგომარეობით, 15 კომერციული ბანკიდან 3 ბანკი გავიდა ზარალზე, სხვა ყველა კი მომგებიანი იყო. 6 თვეში ბანკების წმინდა მოგებამ 1,258 მლრდ ლარი შეადგინა.
თუმცა, გასული წლების მსგავსად საბანკო სექტორის მოგების დიდი წილი, 86.6% მხოლოდ ორ ბანკზე - „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის. ანგარიშგებების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში „თიბისის“ მოგებამ 530 344 091 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკის“ კი, 651 080 790 ლარი.
bpn.ge