2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 4 443 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია ( 2022 წლის მესამე კვარტალში 4 264 იყო).

ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომელთა შორის, ყველაზე მეტი, 982 დასაქმებული „კრისტალს“ ჰყავს, მეორე ადგილზეა „რიკო ექსპრესი“, მესამეზე კი „სვის კაპიტალი“.

ტოპ-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რომლებიც მიმდინარე წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს შემდეგია:

  • „კრისტალი“ - 982
  • „რიკო ექსპრესი“ – 668
  • „სვის კაპიტალი“ – 417
  • „ლაზიკა კაპიტალი“ – 361
  • „კრედიტსერვისი+“ – 336
  • „ლიდერ კრედიტი“ – 279
  • „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ – 227
  • „ინტელექსპრესი“ – 216
  • „სმარტ ფინანსი“ - 113
  • „ევრო კრედიტი“ – 111