2023 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ სავაჭრო სექტორზე გაცემული სესხების რაოდენობამ თითქმის 583 მლნ ლარი (ლარში 341 387 მლნ ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 240 796 მლნ ლარი) შეადგინა, რაც ამ პერიოდში სხვადასხვა სექტორზე გაცემული სესხების რაოდენობით პირველ ადგილზეა. საპროცენტო განაკვეთმა აღნიშნულ სექტორში ლარის სესხებზე 14.13%, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 8.70% შეადგინა.

კომერციული ბანკების მიერ სამრეწველო სექტორზე გაცემული სესხების რაოდენობამ კი 2023 წლის აპრილის მონაცემებით თითქმის 240 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ლარში 91 924 ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 148 316 ლარის ეკვივალენტი გაიცა. საპროცენტო განაკვეთმა აღნიშნულ სექტორში ლარის სესხებზე 13.79%, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 9.07% შეადგინა.

მიმდინარე წლის მეოთხე თვის მონაცემებით, მესამე ადგილზე, რომელზედაც კომერციულმა ბანკებმა ყველაზე მეტი სესხი გასცეს მშენებლობის სექტორი აღმოჩნდა. აპრილის მაჩვენებლებით, აღნიშნულ სექტორზე კომერციულმა ბანკებმა ლარში 68 148 მლნ ლარი, ხოლო უცხოურ ვალუტაში 147 033 მლნ ლარი გასცეს. საპროცენტო განაკვეთებმა ლარის სესხებზე 14.80%, ხოლო უცხოური ვალუტის სესხებზე 9.28% შეადგინა.