გეგმავს თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებში კრიპტოვალუტის დამატებას, - ამ კითხვით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ბარვენაშვილმა სებ-ის პრეზიდენტ ნათია თურნავას მიმართა.

ნათია თურნავას განცხადებით, სებ-ი ამ ეტაპზე საერთაშორისო რეზერვების კრიპტოვალუტაში განთავსებას არ გეგმავს.

„კრიპტოვალუტაში რეზერვების შევსება ძალიან ნოვატორულია. ასეთი შემთხვევები არის, თუმცა მასობრივად და მასშტაბურად ამას ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ. ჩვენ ჯერჯერობით არ ვგეგმავთ“, - განაცხადა თურნავამ.