ციფრული დიზაინი თანამედროვეობის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა, რომლის პოპულარობაც დღითიდღე იზრდება. იგი ცოცხალი სფეროა — სწრაფად იცვლება ტენდენციები და შესაბამისად — ბაზრის მოთხოვნაც. სწორედ ამ ყველაფერის დამსახურებით, ციფრული დიზაინის სფერო არასდროსაა მოსაწყენი, რასაც ფესტივალი — Touch RGB კიდევ ერთხელ ადასტურებს.
იმისთვის, რომ არ ჩამორჩეთ სიახლეებს, საჭიროა სივრცე, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს გაიცნობთ და მნიშვნელოვან სიახლეებსაც შეიტყობთ. ციფრული დიზაინის ფესტივალი - Touch RGB კი სწორედ ამისთვისაა. ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა პროფესიული განვითარებისა და ახალი ტენდენციების აღმოჩენისთვის.
ღონისძიება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება.
ვინ უნდა დაესწროს Touch RGB-ს
ციფრული დიზაინის ფესტივალი საინტერესო გამოცდილებაა UI/UX, Motion, 3D, AR/VR/XR დიზაინერებისთვის. ასევე, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებისთვის, კრეატიული სააგენტოებისთვის და სტარტაპერებისთვის. განსაკუთრებით კი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც კარიერის დაკავშირებას კრეატიულ სფეროსთან აპირებენ.
ფესტივალის მთავარი მიზანი ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბით პროფესიული გაერთიანების გაძლიერება და ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც კრეატიული სფეროს წარმომადგენლებს განვითარების შესაძლებლობა ექნებათ, შთაგონებასაც მიიღებენ და რაც მთავარია, პოტენციურ პარტნიორებსა და დამსაქმებლებსაც გაიცნობენ.
რა დაგხვდებათ ფესტივალზე
Touch RGB მოიცავს პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს ე.წ. პორტფოლიო რევიუებსა და ვორკშოფებს.
ციფრული დიზაინი წარმოუდგენელია შთაგონებისა და სიახლეების ძიების გარეშე. ასეთ დროს ყველაზე სასარგებლოა პროფესიონალების ისტორიების, ნამუშევრებისა და იდეების გაცნობა. Touch RGB-ის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა — შექმნას სივრცე, სადაც ციფრული დიზაინით დაინტერესებული ადამიანები ახალ უნარებს განივითარებენ და შემოქმედებით პოტენციალს აღმოაჩენენ.
როგორ მოვხვდეთ Touch RGB-ზე
იმისათვის, რომ Touch RGB 2025-ს დაესწროთ, არაა აუცილებელი, პროფესიონალი დიზაინერი იყოთ, დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ფესტივალი საუკეთესო ადგილია დამწყები დიზაინერებისთვის, რომელებიც ახლა აპირებენ ამ სფეროში საკუთარი ძალების მოსინჯვას, სურთ თანამოაზრეების, ტრენდების და სიახლეების გაცნობა, რაც სამომავლოდ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.
ფესტივალი 24 აპრილს Fabrika Tbilisi-ში იმართება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook გვერდს.