ეროვნული ბანკის მიერ 25 აგვისტოს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1536 ლარია.
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6950 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6900 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1570 ლარად, გაყიდვა კი 3.1470 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6980 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6900 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1450 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1200 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7000 ლარად, გაყიდვა კი - 2.6970 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1600 ლარად, გაყიდვას კი - 3.1470 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7000 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6920 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1450 ლარად, გაყიდვა კი 3.1050 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.