ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7180 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1871 ლარია.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7160 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7100 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1850 ლარად, გაყიდვა კი 3.1700 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7180 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7140 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1900 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1750 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7170 ლარად, გაყიდვა კი - 2.7120 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1950 ლარად, გაყიდვას კი - 3.1800 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7200 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6950 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1850 ლარად, გაყიდვა კი 3.1500 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.