2022 წლის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 118.5 მლნ ლარი შეადგინა, მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით არ შეცვლილა.
ქონების დაზღვევის სახეობებში ლიდერი „ალდაგია“, კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 2022 წელს 47.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 40%-ზე მეტია.
მეორე ადგილზე 21.5 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევაა“, მესამეზე კი 17.3 მლნ ლარით „უნისონი“. უნისონი 2021 წელს სახეობაში მეორე ადგილს იკავებდა, თუმცა 2022 წელს პოზიცია დაკარგა და მისი ადგილი თიბისიმ დაიკავა.
მეოთხე და მეხუთე ადგილს, შესაბამისად „ჯიპიაი“ 13.6 მლნ ლარით და „ირაო“ 9.3 მლნ ლარით იკავებენ, მათ ბაზრის 12% და 8% უჭირავთ.
2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 909,6 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 210,3 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 39,2 მილიონი ლარი (2021 წელს 40 მლნ ლარი იყო). სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 105,5 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს.