ქართულ კომერციულ ბანკებში სულ 3.8 მილიარდი რუსული რუბლი ინახება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან არის ცნობილი.

2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 104 მილიონ ლარს, ანუ 3.8 მილიარდ რუბლს შეადგენდა.

2024 წელს რუბლის დეპოზიტები სულ 23%-ით გაიზარდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის [2022 წლის თებერვლის] შემდეგ კი ქართულ ბანკებში რუსული რუბლის დეპოზიტებმა 298%-ით მოიმატა.

ცნობისთვის, არარეზიდენტები ქართულ ბანკებში სულ 8.8 მილიარდ ლარს ინახავენ, საიდანაც სებ-ის უკანასკნელი ანგარიშის თანახმად, 38% რუსეთის ფედერაციის რეზიდენტების დეპოზიტებს წარმოადგენს, რაც თანხობრივად დაახლოებით 3.3 მილიარდი ლარია. ამასთან, უცხოელების დეპოზიტები 2024 წელს 16%-ით გაიზარდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი უცხოელების დეპოზიტები ჯამურად 144%-ით არის გაზრდილი.