მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 163 დოლარს შეადგენს, რაც წინა დღესთან შედარებით 68.59%-ით მეტია.

ვერცხლის ფასიც ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ამ დროისთვის ერთი უნცია ვერცხლი 61.5 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში 1.45%-იანი მატებაა.

საქართველოში, მიმდინარე მონაცემებით, 999 სინჯის ოქროს 1 გრამის ფასი 350 ლარს შეადგენს. 750 სინჯის ოქრო 262 ლარი ღირს, ხოლო 585 სინჯის ოქროს ფასი 205 ლარია.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის 1 გრამი 4.98 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ვერცხლის ფასი 4.33 ლარს შეადგენს.