საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შეხვდა. საუბარი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებს, ფინანსური სტაბილურობის საკითხებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შეეხო. ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომლებიც სებ-მა საერთაშორისო სანქციების აღსრულებისა და მონიტორინგის მიმართულებით გადადგა. საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.
შეხვედრაზე აღინიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავამ ევროკავშირის ელჩთან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო გადახდების ერთიან სივრცეში (SEPA) გაწევრიანების საკითხზეც და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის საშუალებითაც საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას კიდევ უფრო დაუახლოვდება.
"საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადა. SEPA-ს წევრობა ევროპული ოჯახის წევრობის მიზანს ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობას საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს ევროპულ ეკონომიკურ ზონასთან სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებას. ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს სებ-ის საზედამხედველო ინსტრუმენტების გაუმჯობესებასა და გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
„აზერბაიჯანი ძაბავს ვითარებას, გვაგრძნობინებს, რომ კოზირები ხელში აქვთ... საზღვარზე ტრაილერების შეყოვნების საკითხიც გაზვიადებული ჩანს“ - რომან გოცირიძე
აზერბაიჯანი უკმაყოფილოა გარდაბანი-სადახლოს სატრანზიტო ტარიფის სიდიდით და მის მკვეთრ შემცირებას ითხოვს - რომან გოცირიძე აზერბაიჯანულ მედიაში საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის სავარაუდო მიზეზს ასახელებს
საქართველო მსოფლიო წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის - აზერბაიჯანული მედია საქართველოზე
რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ?
ბაქო-თბილისის ურთიერთობებში დაძაბულობა იზრდება? - რას წერს აზერბაიჯანული მედია?