ივნისში მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა 152 მლნ ლარით გაიზარდა, შედეგად მიმოქცევაში არსებული ლარის მასა 5 მილიარდს აღემატება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 5 მლრდ-იან ნიშნულს პირველად აპრილში გადასცდა.
სებ-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევა საშუალოდ წლიური 10%-იანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
მთლიან მიმოქცევაში ბანკნოტების თანხობრივი რაოდენობა დაახლოებით 97%-ს, ხოლო მონეტები 3%-ს შეადგენს. ქვეყანაში მთლიან შიდა პროდუქტსა და მიმოქცევაში ნაღდ ფულს შორის თანაფარდობა წლების განმავლობაში საშუალოდ 7,8% -8,8%-ის ფარგლებშია.