2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 90 366 029 ლარი შეადგინა, რაც წინ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,1 მლნ ლარით მეტია.

მისო-ების 2023 წლის მესამე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1,953 მლრდ ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 729,309 მლნ ლარს.

სებ-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 319,975 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 285,606 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 4,405 მლნ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში მისო-ების მთლიანი არასაპროცენტო შემოსავლები 50,380 მლნ ლარი იყო.

მესამე კვარტალის მონაცემებით, ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.