ცნობილი გახდა, როგორი ფორმით ითამაშებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები.
ვებგვერდ Footy Headlines-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრების გასვლითი ფორმა წითელი იქნება – ასეთი რამ გუნდის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. აქამდე გასვლითი ფორმის ტრადიციული ფერი იყო ლურჯი.
ახალი ფორმის წარმოებით დაკავებული იქნება ბრენდი Jordan-.
ჯერჯერობით უცნობია ახალი კომპლექტის სრული დიზაინი, ასევე რა შეფერილობის წითელი იქნება მაისური. თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ლაპარაკია კაშკაშა წითელ ფერზე. ახალი მაისურები გასაყიდად 2026 წლის მარტში გამოვა.