მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის 20 მლნ ლარი გამოიყოფა. მთავრობის შესაბამისი განკარგულება 17 მარტსაა გამოცემული. 

განკარგულების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ 5 მლნ ლარი უნდა გამოუყოს სოფლის განვითარების სააგენტოს. თანხა მიიმართება "ერთიანი აგროპროექტის" პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამის - მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის დასაფინანსებლად.

მაქსიმუმ 15 მლნ ლარი დაიხარჯება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების შესაბამისად.