ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3 მლრდ გირვანქა სტერლინგის აჭარბებს. გასულ კვირას ორი კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 31.75 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +3.42% წინა კვირასთან შედარებით და +2.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.30 - 32.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.10 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -0.40% წინა კვირასთან შედარებით და -2.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 245 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.55 - 25.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.98 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +4.54% წინა კვირასთან შედარებით და +8.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 97 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.50 - 8.98 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 24 ათასი აქცია შეადგინა.