ლიხტენშტაინის მოქალაქეებს საჯარო სერვისებში გადახდას ბიტკოინებით შესთავაზებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დანიელ რიშმა Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.

ოფიციალური პირის თქმით, ლიხტენშტაინის ხელისუფლება უკვე მუშაობს ინსტრუმენტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ინიციატივის განხორციელებას.

ამასთან, კონკრეტულად როდის ექნებათ ქვეყნის მოქალაქეებს წვდომა საჯარო სერვისების კრიპტოვალუტით გადახდაზე, პოლიტიკოსს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს შვეიცარიის ლუგანოს მცხოვრებლებმა მიიღეს შესაძლებლობა გადაიხადონ გადასახადები ციფრულ აქტივებში.