აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორს, იუჯინ ჟუკოვს შეხვდა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული 2025 წლის, ასევე საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი პროექტები და ხაზი გაესვა მათ რეგიონულ მნიშვნელობას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.