11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6191 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0007 ლარით გამყარდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0060 ლარით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0214 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 2026 წლის 12 აგვისტოს ამოქმედდება.