10 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.64 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5294 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.77 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7707 ლარი გახდა.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.12%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5498 იყო.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.05%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 19.4695-ის ნიშნულზე იყო.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.04%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 385.9100-ის ნიშნულზე იყო.