ამერიკულმა საბანკო ჰოლდინგმა JPMorgan-მა კორპორაციული კლიენტებისთვის გააფართოვა ფუნქციები და თავის სისტემაში JPM Coin-ის გამოყენებით ევროში გადახდები დაიწყო. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

ბანკმა JPM Coin დოლარის გადარიცხვებისთვის 2019 წელს გამოუშვა. ახლა აპლიკაცია ევროში ტრანზაქციებზე იმუშავებს. გერმანიის Siemens AG-მა მათ პლატფორმაზე პირველი გადახდა ევროში უკვე განახორციელა.

დაარსების დღიდან ბანკმა JPM Coin დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ტრანზაქციის დასამუშავებლად გამოიყენა. ამავე დროს, JPMorgan-ი ყოველდღიურად თითქმის 10 ტრილიონ დოლარს ამუშავებს.

სისტემა საშუალებას აძლევს მსხვილ გადამხდელებს, განსაკუთრებით მრავალეროვნულ კორპორაციებს, გადარიცხონ დოლარი ან ევრო თავიანთი JPMorgan ანგარიშებზე მთელს მსოფლიოში ან განახორციელონ გადახდები ბანკის სხვა კლიენტებთან.

ტრადიციული ტრანზაქციებისგან განსხვავებით, JPM Coin-ის გადახდები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება, რომლებიც ჩვეულებრივ მხოლოდ სამუშაო საათებში მუშავდება და მათთან შედარებით უფრო სწრაფია.